Monday, February 28, 2011

საზიზღარი კაცების ჟამი



მსუქანი და ჭუჭყიანი ფრჩხილები არსად არ არის.... თუმცა მაინც დალექილა მეხსიერების ერთ პაწაწინა, უხამს უჯრედში, სხვა უჯრედებს შორის რომ მოქცეულა და იჭყლიტება, მაგრამ არასდიდებით არ აპირებს უკან დახევას, უტიფრად გაშეშებულა ხელსაყრელ პოზიციაზე სუნთქვაშეკრული და ბოღმისაგან გაწითლებული. ჩემი კალამი მხოლოდ საცოდავ და უბადრუკ კაცებსა სცნობს, მხოლოდ მათ მიერეკება თავის სამეფოში რომ თავის მატრიარქატს დაუმორჩილოს, ბოლომდე გასრისოს და გრძელვადიანი მორალური ტანჯვის შემდეგ საკუთარი ხელით გააყოფინოს ყულფში თავი. ოხ... არ გეგონოთ რომ კაცთმოზულე ვარ, პირიქით კაცთმოყვარეობით ვარ გაჟღინთული მასშტაბურად, მინუსიდან პლიუს უსასრულობამდე, მაგრამ რას ვიზამ? ვერსად გავექცევი იმას რომ ჩემი ცხოვრების რეალურ ჰორიზონტზე მხოლოდ ეს საზიზღაარი კაცის ფიტულები ჩანან.




რაღაცეების ნაკლებობას განვიცდი, ბევრი ბევრი რამის, სექსუალურ სურვილებამდე ნუ დავიყვანთ მაინცდამაინც ჩემს დაუკმაყოფილებებს. სიზმრები პირდაპირ მკარნახობენ ხოლმე ხანდახან , უფროსწორად სიზმრებში ვახდენ რეალიზებას ამ ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილებისა. ეხლა რაც ვიცი, ვიცი ის რომ სითბო მაკლია ანუ კონკრეტული და არაკოპნკრეტული სითბოები, ყველანაირი სითბო არ მჭირდება და ვერც გამათბობს. სითბოები მინდა, პაწაწინა ნაწილაკებად რომ გაბნეულან სულ სხვადასხვანაირები მთელს ჩემს გალაქტიკაში, მაგრამ იმდენად შორს არიან რომ ჩემს მაგნიტ სხეულამდე მოსაღწევად დიდი დრო სჭირდებათ. თუ აქვს ვინმეს წარმოდგენა ამ სითბოებზე, სულ სხვადასხვა კატეგორიებად რომ მაქვს დაყოფილი არ ვიცი, ზოგი შეიძლება სულაც არ მოგეჩვენოთ თბილად. მაგალითად ერთი ასეთი სითბოა ზამთარში დიდ თოვლში მარტო რომ წევხარ და სადღაც ვიღაც ნადირობს საწყალ კურდღლებზე, შენ კი გული მოგდის, მეც კი მომდის გული იმ ხეპრე მონადირეზე, მაგრამ მიყვარს კურდღლების ჭამა.

მეორე სითბოა ველოსიპედის ტარებას რომ ვისწავლი, თუმცა ალბათ ვინმემ უნდა მასწავლოს.
მაღალ და ღია მწვანე ბალახებით გარშემორტყმულ გრძელ ბილიკებზე უსასრულოდ ვისეირნებ ჩემი ცისფერი ან მწვანე ველსიპედით და რომ დავიღლები ბალახებში დავწვები ხელებგაშლილი, კრიალა ცას დავუწყებ ცქერას, ბალახების შრიალს შევიგრძნობ და მათი მწვანე სუნით დავტკბები.


2 comments:

  1. კარგი პოსტია, მომეწონა ძალიან.

    ასევე მომეწონა დიზაინი, ბლოგერზე იშვიათობაა ასეთი რაღაცეები

    ReplyDelete