Friday, January 28, 2011

როგორ გამოვეწყობი სანამ შენ მოხვალ...






მწვანე ტბაში მინდა ვიბანავო გაშლილი თმით და თეთრი კი არადა
სპილოსძვლისფერი თხელი კაბით.
მერე ამოვალ ნაპირზე, ფეხშიშველი შევალ ჩემს პატარა ხის სახლში,
კიბის ხის საფეხურებზე სველ კვალს დავტოვებ, ჩავიხედები ჩემს დიდ,
მბრუნავ სარკეში და ტანზემოტმასნილ სველ კაბას გავიხდი...
პატარა თეთრი კომოდის უჯრიდან ამოვიღებ ჩემს ყველაზე პაწაწუნა
კაბას, რომელიც ჯერ 1\4 ჩანს რადგან დაკეცილია.
კაბას უცებ ჩავიცმევ, მას კარგი სუნი აქვს, შემდეგ გვერდითა პატარა
უჯრიდან თხელ თეთრ გეტრებს ამოვიღებ და იმათაც ჩავიცმევ.
თავზე ჩემს ლურჯ ქუდს დავიხურავ, რომელიც აქამდე წვრილი
და გრძელი, მწვანე ჯოხის ერთ-ერთ კენწეროზე ეკიდა.
კაბა თოკზე დავკიდო გასაშრობად ფერადი შპილკებით,
მე კი ჩემს ლამაზყვავილებიან, რბილ საქანელაში ჩავჯდები,
გავქანდები, თავს უკან გადავისვრი და უკუღმა ვუყურებ
ცას , რომლის ცისფერ კომპოზიციასაც ჩემი სახლის სამკუთხედი
სახურავი უტიფრად, მაგრამ არა განგებით არღვევს...
საიდანღაც უბერავს ნიავი და სახეში ვანილის სურნელებს მაყრის...
არ მინდა ვანილის სუნები!!!
უკეთესი იქნებოდა ნაზი ტუჩების სუნი სადღაც ჩემს თმებზე
გამოდებული, ბაგეები წითელი თუ ვარდისფერი...
ისე შემიბერავდნენ წამწამებზე როგორც ბაბუაწვერას,
მაშინ როცა თვალებდახუჭულსა და განაბულს გამეღიმებოდა...
ასეა შენს მოახლოებას ყოველთვის ვგრძნობ ისევე როგორც
გაღვიძებისას ვგრძნობ ხოლმე ჩემს ოთხკუთხედ ფანჯარას
მზე ათბობს, წვიმა ასველებს თუ ქარი სცემს....
მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ მოჰყვება ფოთლების შრიალი
შენს ნაბიჯის ხმას...

ანიმეს





არ ვიცი როგორ დავყო ჩემი ცხოვრება შენი მიხედვით... ყველაზე ბანალური გამოვიდოდა დაყოფა ორად :
ბავშვობად და დიდობად, მაგრამ მე ხომ ამას არ ვიზამ.
სენტიმენტებისგან შორს ვარ იცოდე (და მხოლოდ ეგოისტურად ვმოქმედებ ახლა).
ვიღებ მეხსიერებიდან თუ ჩემი სხეულიდან და სულიდან პატარა ნაწილაკებს, სხვადასხვა ზომისა და ფორმის
სინჯარებში რომაა მოთავსებული და მძინარე მზეთუნახავივით ელოდება ვიღაცის კოცნას...
აბლაბუდებისგან ვათავისუფლებ, სულის შებერვითა და თითების სმით ვაცილებ მტვერს და მთელი ძალისმევით
ვცდილობ საცობის ამოძრობას... არ ვიცი რა დავარქვა, ისინი ჩვენი საერთო ნაწილაკებია ან ყველაფერი
რაც შენგან მიმიღია, მიჩუქებია თუ მომიპარია.



პირველი, ყველაზე ძველი და ვადაგასული -- ყოველშემთხვევაში , რომელიც რეალობიდან შემორჩა ძალიან
მკრთალად მეხსიერებას, ეს სოფლის, ტალახის, ნაცრისფერის,უცნობი ბავშვის, ბავშვური ცნობისმოყვარეობის
და სიახლოვის სიმარტივის შეგრძნებაა; მაშინ როცა პირველად დაგინახე...( თუმცა არ გამოვრიცხავ რომ იქამდეც გვქონოდა კონტაქტი, თუნდაც სიზმარში)




ოხხ..! რამდენი რამის თქმა შემიზლია შენზე, მაგრამ უფრო მეტი ჩემშია და ვგრძნობ და თანაც ვიცი,
რომ შენც ასე ხარ... რამდენი მტვრიანი სინჯარა შემიძლია გავხსნა , რამდენი ხავსმოდებული კოლოფი დავხიო და რამდენ ნესტისსუნიან ჭუჭრუტანაში შემიძლია შევიჭყიტო... ყველაფრის აქ დაწერა არამართებული იქნება.იმას დავწერ, რომ მინდა წაესული ბავშვობა მომავალში სიზმარივით გადაგვხდეს კიდევ თავიდან...




ვიცი ისიც რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება ერთმანეთის სუნი, როგორც კედის ხეების სუნი.
შეიძლება ისიც კიდევ გითხრა რამდენერმე, რომ შენზე ფილმს გადავიღებდი.
ცი მე ვინ ვარ შენს გვერდით რომ ვარ? შეიძლება არ ვიმჩნევ და შენ ვერ ხვდები,
მე პირველყოფილი, ჭირვეული და თავნება, თანაც სექსუალური გოგო ვარ.( მაგრამ მართლა სისულელეა
როცა ფიქრობ რომ გამოსუწორებელი შეცდომა უნდა დავუშვა).
რა სასიამოვნოა, როცა ჩემზე ზრუნავ და მკოცნი, მე კი უსუსურიბის გრძნობა მაცოფებს,
როცა შენზე გავლენას ვერ ვახდენ, უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო...
მე შენზე კიდევ დავწერ.....



ახლა კი ღამეა დასოფლის ნიავის, თივის, ჩამოსასხმელი ნაყინის, საღამოს გამოპრანჭვის,
ლოგინებში წოლის დროს ჭორაობის(ძირითადად ბიჭებზე), მაყვლის შენ მაიკაზე მოკრობილი
ეკლების, შეგროვილი ლოკოკინების გროვის, ტანსაცმელზე გასმული ციცინათელების ნათების,
წვრილ ჯოხებზე გამობმული ძაფების(ბოლოში დაკიდული პურის ნაგლეჯით),
ჩვენი გიტარაზე დაკვრის(უფრო სიმღერის :P), შენი დათრობის, ჩვენი ცეკვების..... და ა.შ.




ჰალუცინაციები მისდევს ერთმანეთს, თითქოს ვკვდებოდე და ცხოვრებამ უნდა
ჩამიაროსო თვალწინ, როგორც ამბობენ...ჰაჰაჰა!!! რა სისულელეა!
მაგრამ არ ვკვდები ........!
კიდევ ვიცეკვებთ, დავლევთ, მოვწევთ, ვიყვირებთ და ვიხარხარებთ... კიდევ ათასი...
აგინე მერე თუ გინდა ჩემი ყველა ვითომ შეყვარებული და კიდევ სათამაშო ბიჭები,
გარყვნილიც დამიძახე და დამიწყე წუწუნი რაო გაცვია წითელიო... მაგრამ ნუ გეშინია,
ხო იცი, შენ იცი როგორიც ვარ და კიდევ ზოგიერთიც შეიძლება ხვდება გუმანით(:P)
მე კი არ ვიცი...

x




ეს ლექსიც შენ :

******

მწვანე ჭაობში რომ ვიბანავებთ
ანიე ბანიე დავიჭერ ბაყაყს
და გაჩუქებ ბაიებს, თუ გახსოვს
ყვითლები, მზის სუნს რომ აფრქვევენ...

და მერე წავიდეთ...გავუყვეთ გზატკეცილს
მაყვლების, მალინის, ბალის და ალუბლის
დავიჭერთ პეპლებს და (მტვრებს) ჩრდილებს მივაყრით
და მტვრიან ქვაფენილს ჭის წყლებით მოვწუწავთ...