Friday, January 28, 2011

როგორ გამოვეწყობი სანამ შენ მოხვალ...






მწვანე ტბაში მინდა ვიბანავო გაშლილი თმით და თეთრი კი არადა
სპილოსძვლისფერი თხელი კაბით.
მერე ამოვალ ნაპირზე, ფეხშიშველი შევალ ჩემს პატარა ხის სახლში,
კიბის ხის საფეხურებზე სველ კვალს დავტოვებ, ჩავიხედები ჩემს დიდ,
მბრუნავ სარკეში და ტანზემოტმასნილ სველ კაბას გავიხდი...
პატარა თეთრი კომოდის უჯრიდან ამოვიღებ ჩემს ყველაზე პაწაწუნა
კაბას, რომელიც ჯერ 1\4 ჩანს რადგან დაკეცილია.
კაბას უცებ ჩავიცმევ, მას კარგი სუნი აქვს, შემდეგ გვერდითა პატარა
უჯრიდან თხელ თეთრ გეტრებს ამოვიღებ და იმათაც ჩავიცმევ.
თავზე ჩემს ლურჯ ქუდს დავიხურავ, რომელიც აქამდე წვრილი
და გრძელი, მწვანე ჯოხის ერთ-ერთ კენწეროზე ეკიდა.
კაბა თოკზე დავკიდო გასაშრობად ფერადი შპილკებით,
მე კი ჩემს ლამაზყვავილებიან, რბილ საქანელაში ჩავჯდები,
გავქანდები, თავს უკან გადავისვრი და უკუღმა ვუყურებ
ცას , რომლის ცისფერ კომპოზიციასაც ჩემი სახლის სამკუთხედი
სახურავი უტიფრად, მაგრამ არა განგებით არღვევს...
საიდანღაც უბერავს ნიავი და სახეში ვანილის სურნელებს მაყრის...
არ მინდა ვანილის სუნები!!!
უკეთესი იქნებოდა ნაზი ტუჩების სუნი სადღაც ჩემს თმებზე
გამოდებული, ბაგეები წითელი თუ ვარდისფერი...
ისე შემიბერავდნენ წამწამებზე როგორც ბაბუაწვერას,
მაშინ როცა თვალებდახუჭულსა და განაბულს გამეღიმებოდა...
ასეა შენს მოახლოებას ყოველთვის ვგრძნობ ისევე როგორც
გაღვიძებისას ვგრძნობ ხოლმე ჩემს ოთხკუთხედ ფანჯარას
მზე ათბობს, წვიმა ასველებს თუ ქარი სცემს....
მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ მოჰყვება ფოთლების შრიალი
შენს ნაბიჯის ხმას...

2 comments: